თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ.
ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ.
update:გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, აშშ-ის საელჩოში შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ საქმეში FBI-ს ჩართვის თხოვნით შტატებს საქართველომ უნდა მიმართოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საელჩოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, თუ ამ საკითხზე სახელმწიფო უარს იტყვის, ის შიმშილობას დაიწყებს.
“მათ თქვეს, რომ თვითონ სახელმწიფომ უნდა სთხოვოს FBI-ს ამ საქმეში ჩართვა. მე ისიც გავაჟღერე, რომ თუ სახელმწიფო ამაზე უარს იტყვის, მე, როგორც დედა, უფლებას ვიპოვებ, რომ აქ მოვიდე და შიმშილობა დავიწყო. მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად”, – თქვა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.