თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

თბილისში,ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევა გუშინ,გვიან ღამით მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.