თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დვალთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცეცხლი შეშის ღუმელიდან სახლში გავრცელდა. თუმცა, ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია და მეზობელ სახლებზე გადასვლის საშიშროება აღარ არის.

სახის არეში დამწვრობა მიიღო სახლის მეპატრონემ, რომელსაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია.

ადგილზე მანგლისის განყოფილების სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა მუშაობს.