პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვია 9 წლის ბავშვს მუცლის არეში მოხვდა – შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები „გეკოს“ ტიპის იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა.
დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.