იდეების კონკურსზე შერჩეული მონაწილეები ბაზალეთის ტბაზე გაემგზავრებიან

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ ინიცირებული იდეების კონკურსის 50 მონაწილედან პირველ ეტაპზე 11 იდეა შეირჩა.

შერჩეული იდეის ავტორები ტრენინგს 10 აგვისტოდან ბაზალეთის ტბაზე გაივლიან, სადაც ისინი პროექტის წერას ისწავლიან. საბოლოო ჯამში, კონკურსის გამარჯვებული სექტემბრის თვეში გამოვლინდება.

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შერჩეული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გაწერილი და ის სრულად დაფინანსდება.

ცნობისთვის იდეების კონკურსში მონაწილე აპლიკანტებს იდეა ოთხი მიმართულებით უნდა წარედგინათ. ეკოლოგია, არაფორმალური განათლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა და ახალგაზრდების დასაქმება. კონკურსის პირველ ეტაპზე ცენტრმა რუსთავში ტერიტორიული მართვის ორგანოების მიხედვით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.