“ამ ახალი ციხის დაპროექტება კვლავ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დიდი შეფერხებებით კოვიდიდან გამომდინარე. მე არ მგონია ,რომ რაიმე ტიპის სამუშაოების განახლებას ჩვენ შევძლებთ წელს. ამისთვის საბიუჯეტო სახსრებიც არ არსებობს. ამიტომ ამ დისკუსიას ჩვენ დავუბრუნდებით ნოემბერ-დეკემბერში, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებისას.”-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით, Tv4-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა Tv4-თან ვრცელ კომენტარში აღშნიშნა, მას აქვს იმედი,რომ რუსთავში N17 ზონა დაიხურება და მისი გადატანა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდება.
“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და გეგმაც მაქვს, რომ თუ ამ მთავრობის პირობებში ეს ვერ მოესწრო, მომავალმა მთავრობამ და მთავრობებმა ,რუსთაველებს მისცემენ იმ ძალიან დიდ მნიშვნელოვან პროექტს, რასაც ჰქვია ე.წ ზონის, N17 ზონის დახურვა. ყველა რუსთაველი დამეთანხმება ,რომ შუა ქალაქში ე.წ ზონა, სადაც 3 000 პატიმარი დილიდან საღამომდე პრაქტიკულად უსაქმოდ სეირნობს და ელოდება სასჯელის დასრულებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რასაც რუსთავი იმსახურებს.
არ მეგულება რუსთაველი, რომელიც იტყოდა, რომ ნომერ 17-ე ზონის დახურვა არ არის კარგი იდეა და გეგმა. ჭყონდიდელის დასახლებაში იყო საბჭოთა ჯარის მიერ დატოვებული 16 ჰექტარი ბუნკერები მიწის ქვეშ და ასევე ყველა რუსთაველი და იმ დასახლების მცხოვრებელი დამეთანხმება, რომ ეს იყო რეალურად უკანონო საქმიანობების ბუდე, სადაც ძალიან ძნელი იყო საკუთარი შვილი გაგეშვა სათამაშოდ ან გასართობად, რადგან არ შეგშინებიდა ,რომ იქ რაიმე ტიპის უბედურებაში არ გახვეულიყო.
ჩვენ კარგი რამ გავაკეთეთ როდესაც საბჭოთა ბუნკერები ,ძალიან დიდი შრომის შედეგად, ამოვიღეთ მიწიდან, მოვასუფთავეთ ეს ნაწილი და დღეს რეალურად აღკვეთილია ჭყონდიდელის დასახლებაში ის უკანონო საქმიანობები.
აქაც არ მეგულება რომელიმე რუსთაველი ,რომელიც დაგვიწუნებს ამ საქმიანობას. იმისათვის ,რომ მეჩვიდმეტე დაწესებულება დაიხუროს და რუსთაველებს აღარ ჰქონდეთ ამ ტიპის აბსოლუტურად მიუღებელი ინფრასტრუქტურა შუაგულ ქალაქში, ამისათვის საჭიროა ახალი ციხე. “-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე თუ რა ეტაპზეა ციხის მშენებლობა ჭყონდიდელის დასახლებაში, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პროცესი რუსთაველების და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მოგვარდება.
“ამ ახალი ციხის დაპროექტება კვლავ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დიდი შეფერხებებით კოვიდიდან გამომდინარე. მე არ მგონია რომ რაიმე ტიპის სამუშაოების განახლებას ჩვენ შევძლებთ წელს. ამისთვის საბიუჯეტო სახსრებიც არ არსებობს. ამიტომ ამ დისკუსიას ჩვენ დავუბრუნდებით ნოემბერ-დეკემბერში, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებისას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რუსთაველებთან ერთად გავივლით ამ საკითხს. მთავარია, თქვენ და მთელმა რუსთავმა იცოდეთ რომ ნომერ 17-ე ზონა არის რუსთავიდან მოსაშორებელი. ამისთვის არის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და როგორ მოვაგვარებთ ამას რუსთაველების ჩართულობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გვექნება ღრმა დისკუსიები.”-განაცხადა ვიცე-პრემიერმა







