ინიციატივა, სოფლად ჩასულ ბავშვებს შეუყვარდეთ სოფელი და მიიღონ იქ ყოფნით სიამოვნება სხვადასხვა აქტივობის გამართვითა და მათზე დასწრებით, ორგანიზაცია “SIQA”-ს დამფუძნებელს, პავლე თვალიაშვილს ეკუთვნის.
მისივე ინფორმაციით, სოფლებში მცხოვრებმა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა უნდა იტვირთონ მოხალისეობა და ყოველდღიურად ჩაატარონ სხვადასხვა გასართობი აქტივობები, რომლებიც სოფლებში დასასველებლად ჩასულ ბავშვებს დააინტერესებს, გააცნობს იმავე რეგიონის ღირსშესანიშნაობებს და მოსაწყენ დღეებს გაუფერადებთ.
“მაქვს ინიციატივა სოფლის ადგილობრივი ახალგაზრდებმა იტვირთონ მოხალისეობა და შეაყვარონ ჩამოსულ ბავშვებს სოფელი.
ერთი დღეს მოაწყონ ფეხით სავალი ტური საინტერესო ძეგლებზე, მეორე დღეს აჩვენონ ბუნების ძეგლები, ერთ დღეს ჩაატარონ მხიარული სტარტები, მუსიკის საღამო, ასევე ერთ დღეს ფეხბურთის ან კალათბურთის მატჩები, ერთ საღამოს კი კინო-მულტფილმის ჩვენება. ამის შემდგომ ვფიქრობ, აღარ იტყვიან სოფლად ჩამოსულები რომ იქ მოსაწყენია და არაფერი ხდება. სოფლისა და ქალაქის ახალგაზრდებიც გაიცნობენ ერთმანეთს. ასევე ის ბავშვები ვინც ერთი სოფლიდანაა ქალაქშიც უკეთეს ურთიერთობაში იქნებიან დაბრუნების შემდეგ. მომავალში ერთად იზრუნებენ სოფლის სასიკეთოდ.“ – აცხადებს პავლე თვალიაშვილი
მისივე ცნობით, ორგანიზაცია დაეხმარება მოხალისეებს, ჩაუტარებენ კონსულტაციებს და დააკვალიანებენ, რომელთა შედეგადაც ისინი შეძლებენ საქმიანობის წარმართვას. ინიციატივას გამოხმაურება უკვე სხვადასხვა რეგიონიდან მოჰყვა და მისი განხორციელება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე იგეგმება.