კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლები 3 სექტემბერს ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებას ითხოვეს. ამის შესახებ ათობით კერძო სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ძალიან ბევრმა ბაღმა დაკარგა შენობები იმის გამო, რომ ვერ იხდიდნენ საიჯარო გადასახადებს. ბევრი ბაღი არის ფართების დაკარგვის რისკის ქვეშ. ჩვენი მოთხოვნაა, 3 სექტემბერს მოგვცენ გახსნის ნებართვა და შემდეგ ეტაპობრივად მოხდეს ბაღების შემოწმება.
ჩვენთან იჯარის ხელშეკრულებები 1-ელ სექტემბერს ფორმდება და 3 სექტემბერს თუ არ გავიხსნებით ყველას მოგვიწევს ფართების დაკარგვა. პრემიერ მინისტრს თხოვნით მივმართავთ, მოახდინონ ამაზე მყისიერი რეაგირება” – განაცხადა პავლე ქალიაშვილმა.