კოვიდინფიცირფებული რუსთაველი მამაკაცის კონტაქტები მოძიებულია

 კოვიდინფიცირფებული რუსთაველი მამაკაცის კონტაქტები მოძიებულია და კვლევები ამ დრომდე გრძელდება-ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა , დავით ბეგაშვილმა  განუცხადა.

მისივე ცნობით, ეპიდემიოლოგებმა  47 წლის რუსთაველი მამაკაცის სამი კონტაქტი მოიძიეს ,რომლებიც პაციენტის ოჯახის წევრები არიან. პაციენტი მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძელებს. 

ამასთან, რუსთავის ცხელების ცენტრის ექვსი პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. სამედიცინო დაწესებულებაში, დღეს კიდევ ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს,რომელსაც ეპიდემიოლოგები 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ. 

შეგახსენებთ, 47 წლის რუსთაველ მამაკაცს, “კოვიდ 19″ გუშინ დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული პირი სახელმწიფო დაცვის თანამშრომელია.