კომპანია „ბაზალტ ფაიბერსი“ ახალ თანამშრომლებს ეძებს

კომპანია “ბაზალტ ფაიბერსი”, რომელიც თანამედროვე საარმირე და საიზოლაციო მასალებს ამზადებს, რუსთავში საღუმელე ოპერატორის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს.

საწარმოს განვითარება 1998 წლიდან იწყება და ამჟამად ის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით ბაზალტის ქვისგან მიღებული უწყვეტი ბოჭკოს ბაზაზე 8 სახეობის სხვადასხვა მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს.

წარმოების პროცესში კომპანიამ მწვანე ტექნოლოგია აირჩია – საწარმოში ქვის დნობა ფიზიკური პროცესებით მიმდინარეობს და ამ პროცესში CO2-ის მინიმალური ემისიები იფრქვევა. “ბაზალტ ფაიბერსის” ტექნოლოგია კომერციულად წარმატებულად მუშაობს ევროპაში, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას ჩინურ და რუსულ პროდუქციას უწევს.

 არსებული განვითარების ფონზე, კომპანია ახალ თანამშრომლებს საღუმელე ოპერატორის პოზიციაზე იწვევს. წარმატებულ თანამშრომლებს კი საშუალება ექნებათ დამატებითი სამთვიანი სტაჟირება გერმანიაში, “ბაზალტ ფაიბერსის” პარტნიორ კომპანიაში გაიარონ.

დამატებითი  ინფორმაციის მისაღებად, საკონტაქტო ნომერია: 595 32 99 00;