მარნეულში კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტების ტესტის პასუხები ცნობილია. პირი,რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა , მესტის კლასტერს განეკუთვნება, ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც Tv4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, კოვიდინფიცირებული 14 წლის მოზარდის 18-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს და კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
ცენტრის ხელმძღვანელის ეთერ ლაფერაძის ცნობით, კონტაქტების კვლევა გრძელდება და დღეს საკვლევ ნიმუშებს ლუგარში გადაგზავნიან.