მარნეულში 11 ივნისს დადასტურებული შემთხვევის კიდევ 14 კონტაქტის ტესტის პასუხები ცნობილია. როგორც მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, ეპიდემიოლოგებმა მარნეულში 14 წლის კოვიდინფიცირებული პირის, კიდევ 14 კონტაქტი გამოიკვლიეს და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ეთერ ლაფერაძის ცნობით, ჯამში ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში 32 პირი გამოიკვლიეს და “კოვიდ-19” არცერთს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, მარნეულის სოფელ წერეთელში მცხოვრები 14 წლის მოზარდი,რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა, მესტიის კლასტერთან არის კავშირში.