ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იგი გუშინ გვიან ღამით სავარაუდოდ, ხიდიდან მდინარეში გადახტა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ასევე, ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას.