რუსთაველი მოქალაქე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მე-14 მიკრორაიონში არსებულ ანტისანიტარიულ პრობლემაზე საუბრობს. წერილის ავტორი ყურადღებას დანაგვიანებულ ქუჩაზე, მოუვლელ საბავშვო სტადიონსა და მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე ამახვილებს.
“ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტის ავტორი, მარიამ კუბლაშვილი დასახმარებლად რუსთავის მერიის ააიპ “რუსთავის კორპუსსა” და “რუსთავსერვისცენტრს” მიმართავს.
“14 მკრ-ნის წინ ხდება ეს.ამ ტერიტორიაზე ხვალ მე რომ რამის მშენებლობა დავიწყო ისე უბრალოდ,მაშინვე ხო დამაჯარიმებთ? აი ამ ნაგავში სტადიონია,(მონგრეული აქვს რა თქმა უნდა გვერდები) ბავშვები დადიან და თამაშობენ ყოველდღე, ფოტოებში სუნი არ ჩანს,თორემ ვისაც სახლში ასვლა და საჭირო ოთახში შესვლა ეზარება,აქ გაშლილზე ისაქმებენ,არ არის პრობლემა.ცოტა ხნის წინ 4-5 ლეკვიც გამოჩნდა(იხილეთ მათი მშობლების “სახლი”ფოტოებზე,რომელიც მანქანების ქვეშ ძვრებიან და ყოველ დილას გვეშინია არ გავჭყლიტოთ, ამ ლეკვებთან მიახლოების გამო,მისმა დედამ რომელიმე ბავშვი რომ დაგლიჯოს ერთ მშვენიერ დღეს,მერე ხო გაკეთდება კომენტარები უხვად? სადარბაზოში სართულებზე რომ უნიტაზიდან დაწყებული,დივნით დამთავრებული ყველაფერი გამოფენილია და პატრონი არ ყავს კარგი,კორპუსის თავმჯდომარეს ალბათ არ ეხება ეს,სადარბაზო არ ჩანს გარედან, თქვენ არ დადიხართ,არ მოწმდება,მაგრამ ეს???ამ ქალაქში არ მოძრაობთ? ვინც ამას გარეთ ყრის იმას სახლშიც საღორე აქვს,მაგრამ ეგ არავის აინტერესებს,აი გარეთ რომ ეს საღორეა მოწყობილი,ვის მივმართო,ვის ევალება ამ ანტისანიტარიის მოწესრიგება?იმის გარდა,რომ ანტისანიტარიაა,საფრთხეს წარმოადგენს,რატომ,დავწერე უკვე ზემოთ.ზუსტად,ვის ევალება ამის მოწესრიგება და ვინ არ იმჩნევს გულწრფელად მაინტერესებს აი აქ იცხოვრებდა? ” ,- წერს მარიამ კუბლაშვილი.