მერვე მიკრორაიონში არსებული თეატრონის შენობის ადგილას,ახალი კორპუსი აშენდება, რომელშიც გასართობ-შემეცნებითი ცენტრი მოეწყობა – ამის შესახებ დღეს გამართულ, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია,რომ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე ,2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ,50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და თეატრონის ადგილას ახალგაზრდული, გასართობ-შემეცნებითი ცენტრი მოაწყოს.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსებული ახალგაზრდული ცენტრი კინოთეატრის მოწყობასაც გულისხმობს.