23 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ელჭექის დროს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც, – ამის შესახებ Tv4-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, 24 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და საქართველოს დაბლობსა და ბარში მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში მოსალოდნელია 24-26, მაღალმთიან რაიონებში კი 17-22 გრადუსი ტემპერატურა.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 25-27 გრადუსი იქნება.
27-28 აგვისტოდან კი საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს. საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი და ჰაერის ტემპერატურის მატება 29 აგვისტოდან არის მოსალოდნელი.