მოტოციკლი ხიდიდან გადავარდა

ფოთში მოტოციკლი მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და ხიდიდან გადავარდა.  ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, პაციენტს პოლიტრამვები აღენიშნება და ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

 ამ დროისთვის მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები.