მოძრაობამ “გავიგუდეთ” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატებს საწარმოები დაათვალიერებინა

რუსთაველ აქტივისტთა ჯგუფი „გავიგუდეთ“ ქარხნების ტურს რუსთავის საწარმოო ზონაში უკვე რამდენიმე დღეა აწყობს.

ტური საინფორმაციო ხასიათისაა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამჯერად, აქტივისტებმა ტური რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის გამართეს. ტურის ფარგლებში დეპუტატებმა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა საწარმო დაათვალიერეს.

ჯგუფის წევრის განცხადებით, ქარხნების ტურის მიზანია, მოქალაქეებისათვის ცნობიერების ამაღლება, რომ მათ საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება რუსთავის საწარმოო ზონაში და უკეთესად გაიაზრონ ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს საკითხი განიხილება და აუცილებლად მიიღებენ შესაბამისს ზომებს ამ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად.