მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის მსოფლიოში სულ ინფიცირებულია 18 034 065 ადამიანი, მათგან 11.3 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შედეგად მსოფლიოში გარდაიცვალა 689 075 ადამიანი. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 5.9 მილიონს აჭარბებს.
დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს, მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამე ადგილზე კი – ინდოეთია.