მშვიდობის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ჯამში 709 000 ლარი იყო.
აღნიშნული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ სამ ლოტად დაიყო და ჯამში ორ კილომეტრზე მეტი მონაკვეთის რეაბილიტაცია დღეისათვის სრულად დასრულებულია.
„მუნიციპალიტეტმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო გარე განათების ბოძების დამონტაჟება, რომელიც არასდროს არ ყოფილა ამ ტერიტორიაზე. უახლოეს დღეებში ველოდებით სანათებს, 20 დღის განმავლობაში მოხდება მათი მოწოდება – დამონტაჟდება და აღნიშნულ ქუჩაზე განათების პრობლემაც გადაიჭრება. ასევე, უახლოეს პერიოდში დაიწყება ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის დახაზვა, დაიხაზება მშვიდობის ქუჩაც და გვექნება მთლიანად რეაბილიტირებული ქუჩა, შესაბამისი საგზაო ნიშნებით“, – განაცხადა ბესიკ ტოგონიძემ.