მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ავტოკატასტროფაში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

ქვემო ქართლის მხარისა და  რუსთავის მუნიციპალიტეტის პირველი პირები, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ,გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ,ირაკლი ტაბაღუა და წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი,მომხდარის გამო, მწუხარებას გამოთქვამენ და ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. 

“ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს და ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.”-ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

“მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელიც მოუშუშებელ იარად იქცევა არაერთი ოჯახისთვის.”-წერს რუსთავის მერი,ირაკლი ტაბაღუა. 

“ვუსამძიმრებ მთელს ქვეყანას. გარდაცვლილთა ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს…მძიმე და საშინლად მტკივნეულია მთელი ერისთვის ეს ტრაგედია.”-აცხადებს ლევან ონიანი.

მთავრობის განკარგულებით 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას, 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

წინასწარი ინფორმაციით,ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილებს შორის სამი რუსთაველი ახალგაზრდაა. 

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა,სამი კი მძიმედ დაშავდა. ორ მათგანს ამ დროისთვის ,ოპერაცია უტარდება.