ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული 89 წლის მამაკაცი ტყეში იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მცხოვრები 89 წლის მამაკაცი მაშველებმა ტყეში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. როგორც ახლობლები აღნიშნავენ, მოხუცს ტყეში გზა აებნა და სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

გურამ საგინაშვილი სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და გაუჩინარდა. სამძებრო მოქმედებებში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.