სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას ზრდის.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ყველა მოქალაქეს,რომელიც ონკოლოგიური პაციენტია, მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შესაძლებლობა ექნება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემურ საკითხად რჩება და სახელმწიფო პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას გაზრდის.
დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და, რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.