შიდა ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია “იმოგზაურე, იფრინე და გაერთე საქართველოში” გრძელდება.
ამჯერად პარაპლანი რუსთავის ცაზე გამოჩნდა და დღის ბოლომდე, მსურველებს პარაპლანით ფრენის შესაძლებლობა აქვთ.
ორგანიზატორის, ირაკლი ხვისტანის, ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, სურთ, რუსთავში სპორტული აქტივობები განავითარონ და ახალგაზრდები დააინტერესონ.
მისივე ცნობით, სულ 12 პილოტია, რომლებიც მზად არიან ემსახურონ მსურველებს. კამპანია 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება და ექსტრემალური გართობის ძირითად ლოკაციებს შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსთავიც მოიაზრება.