პარლამენტთან ბელარუსის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა . აქცია საქართველოში მცხოვრებმა  ბელარუსის მოქალაქეებმა გამართეს. აქციის მონაწილეებმა ბელარუსის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს და მოითხოვეს, საქართველოს მთავრობამ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად სცნოს.

აქციას მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები და საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

” ჩვენ გვინდა, საქართველოს მთავრობას ვთხოვოთ, არ აღიაროს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები, რადგან ბევრი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. გვინდა ყველამ იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში და ასე მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბელარუსის მოქალაქემ