პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის თავმჯდომარის,არჩილ თალაკვაძის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დადუდასტურდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც “პი სი არ” ტესტი ჩაუტარდათ. 

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.