პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანხმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სწორედ 1-ელ სექტემბერს გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება, რომელიც დღესაა ჩანიშნული.

იმის გამო,რომ  პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა,შესაბამისად პლენარულ სხდომას, ისევე როგორც ბიუროს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს.