პოლიციამ ბოლნისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით ,დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული  დაპირისპირების გამო, ნაცნობი – 1988 წელს დაბადებული ი.ზ. ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოსამართლის  განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისშედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შსს-ს ცნობით,განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.