“ქართული ოცნება” მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაურ დარგალს, მარნეულის შემდეგ, გარდაბნის მოსახლეობას წარუდგენს.
გარდაბანში მოსახლეობას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ და აღნიშნა,რომ მუნიციპალიტეტში მესამე თბოსადგური აშენდება.
გიორგი გახარიას თქმით, გარდაბანს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
“გარდაბანში აშენებული ორი თბოსადგურიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აქვს ძალიან სერიოზული გადასახდელი და ჩვენ ვიწყებთ მესამე თბოსადგურის შენებას, რომელიც დაემატება გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქამდე არსებულ ორ თბოსადგურს, საიდანაც სერიოზული გადასახდელი აქვს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
თქვენი შრომით თქვენ მიაღწიეთ იმას ,რომ გარდაბანი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია ქვეყანაში. ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი გამარჯვებაა. გარდაბანი ამარაგებს არა მარტო თბილისს ,არამედ ქვეყნის სასოფლო სამეურნეო ექსპორტშიც დიდი ადგილი უჭირავს”– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.