17 აგვისტოს რუსთავში სტუმრობისას ქვეყნის პრემიერმა იმ პროექტების შესახებ გააჟღერა, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება რუსთავში და მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქალაქის რეკრეაციული განვითარებისთვის, – ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე საკუთარ ფეისქუბ გვერდზე ავრცელებს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, რეაბილიტაცია თეატრის უკან მდებარე სკვერსა და ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალგაზრდობის პარკს ჩაუტარდება. მათი რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდი და რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტი ჯამურად 4 მილიონ ლარამდე დახარჯავენ.
“ასევე იგეგმება პირველი სამუსიკო სკოლის უნიკალური აკუსტიკის მქონე საკონცერტო დარბაზისა და რამდენიმე სასწავლო ოთახის რეაბილიტაცია, რისთვისაც 545 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხით სამუსიკო სკოლაში გათბობის სისტემაც დამონტაჟდება.
მიხარია, რომ რუსთავს ულამაზესი დასასვენებელი ადგილები შეემატება, “ – აცხადებს ნინო ლაცაბიძე.