მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ,გიორგი გახარია ხობში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მართლმადიდებლური დღესასწაული ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან მიულოცა.
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა.