1-6 სექტემბერს, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართული რეგიონული თეატრალური დასები მიიღებენ. ინფორმაციას განათლების სამინისტროა ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელს , ქვემო ქართლის რეგიონიდან ფესტივალში მონაწილეობას დმანისის თეატრალური დასი მიიღებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ფესტივალს განსხვავებული ფორმატი ექნება. კერძოდ, საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 8 თეატრალური დასი: დმანისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან.
ამასთან, მიმდინარე წელს აქცენტი გაკეთდა ისეთ სპექტაკლებზე, რომლებიც 2020 წელს – პანდემიამდე და მის შემდგომ მომზადდა.
ფესტივალი 1 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნება, ხოლო 6 სექტემბერს – ფოთის თეატრის მიმდებარედ დასრულდება.