როგორია შატილის გზაზე ,ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული რუსთაველის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის  მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა ნარჩუნდება. ამის შესახებ  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა , ლევან რატიანმა განაცხადა. 

როგორც რატიანმა აღნიშნა, პაციენტებს გამოჯანმრთელებამდე მძიმე გზის გავლა მოუწევთ ,თუმცა მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს,რომ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ

„ორ პაციენტთან ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამისთვის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე დაშავებულის სიცოცხლე შენარჩუნდეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ორი რუსთაველი ახალგაზრდა, ხოლო კიდევ ერთი რუსთაველი მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს.