2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და რუსთაველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და ვეტერანთა
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა ფრიდონ (სპანდერაშვილი) 2008 წელს საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ რუსთაველ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა, ხოლო ანსამბლმა „ფიროსმანი“ ქართული საგალობლები შეასრულა.
მოაგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსთაველი მეომრების საფლავები გვირგვინებით
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა რუსთავში, 7 აგვისტოს, გვიან ღამით, გმირთა მემორიალიდან დაიწყო.
აგვისტოს ომში ოთხი რუსთაველი მეომარი დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი, ლევან იოსებიძე, გიორგი ჯავახიშვილი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში, კახაბერ თავგორაშვილი კი გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა. ოთივე მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით დაჯილდოვდა.