რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბრიფინგი თბილისში გამართა

 რუსთავისა და გარდაბნის ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი -დეპუტატობის კანდიდატმა ,ირმა ნადირაშვილმა თბილისში ბრიფინგი გამართა.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატობის კანდიდატის ბრიფინგი , “ქართული ოცნების” ახალ საარჩევნო ინიციატივას ეხებოდა , რომელიც ამომრჩევლის დაშინების შემთხვევაში პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

“ევროპული საქართველო” საკანონმდებლო ინიციატივას, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კეკლუცობას უწოდებს.

ამასთან, როგორც ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსთავში, “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერებზე და აქტივისტებზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რუსთაველმა მოქალაქემ TV4-ს მიაწოდა ვიდეომასალა, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ რამდენიმე ახალგაზრდას, რომელთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია, პოლიტიკური პარტია – „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები უჭირავს. წინასაარჩევნო პროცესში ჩართული ახალგაზრდები აცხადებდნენ,რომ ქალაქის ქუჩებში გაკრული თითოეული საარჩევნო პლაკატის სანაცვლოდ, ანაზღაურების სახით 12 თეთრს იღებენ.’