რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების თარიღი ცნობილია

რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ახალი სასწავლო წლიდან  სააღმზრდელო დაწესებულებებს განსაკუთრებული რეკომენდაციების დაცვა მოუწევს. ბაგა-ბაღებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად დერეფნებსა და სააღმზრდელო ჯგუფებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. გარდა ამისა, ბაღში შესვლამდე თერმოსკრინინგის გავლა მოუწევთ როგორც მასწავლებლებს, ასევე აღსაზრდელებს და მათ მშობლებს.  

როგორც TV4-თან რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, ახალი სასწავლო წლიდან განსაკუთრებით დიდი ყურადღება ქალაქში არსებულ ყველა სააღზრდელო დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დაეთმობა.

მისივე თქმით, ბაღების გაერთიანებაში რეკომედანციების პაკეტზე მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.