2020-2021 სასწავლო წლისათვის რუსთავის ბაგა – ბაღებში ბავშვთა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ელექტრონული განმეორებითი რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩატარდება.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, ვაკანტური ადგილები ყველა ასაკობრივ ჯგუფშია.
განმეორებითი რეგისტრაცია 25 აგვისტოს დილის 11:00 საათზე ბაგის ასაკის ბავშვების რეგისტრაციით დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის ბაგა ბაღებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს აღდგება.