დღეს ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დასრულდა, – ინფორმაციას რუსთავის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი, ეკა ხუციშვილი, ავრცელებს.
მისივე განცხადებით, რეგისტრაციამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მეორე ეტაპზე სხვადასხვა ჯგუფზე გადანაწილებული 680 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული. შედეგები 26 აგვისტოს დღის პირველ საათზე გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი ივნისის თვეში გაიმართა, რის შემდგომაც შეიქმნა შესაძლებლობა რეგისტრაციის მეორე ეტაპიც დანიშნულიყო.