რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ველობილიკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რეკრეაციულ სივრცეში ველომოყვარულებისათვის სპეციალური ადგილი გამოიყოფა, რომელიც მათ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
ადგილზე სამუშაოებს “რუსთავსერვისცენტრის” თანამშრომლები ახორციელებენ.
“რუსთავსერვისცენტრის” ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარკში ველოსიპედით გადაადგილების მსურველთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
მისივე თქმით, ველობილიკის დახაზვა საბაზისო ეტაპია, რომლიც მომავალში პარკში გამართული ველოინფასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობას შექმნის.
რუსთავის პარკის ტერიტორიაზე ველობილიკების მოწყობას მიესალმება ასოციაცია “რუსთავველოს” წარმომადგენელი გოგა ჯმუხაძე.
როგორც ის TV4-თან საუბრისას აცხადებს, რუსთავის პარკში ბილიკების დახაზვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორც ფეხითმოსიარულეთათვის, ასევე, ველომოყვარულებისთვის.