ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს, სპეციალურ პორტალზე http://daxmareba.moh.gov.ge/ რეგისტრაციის პროცესში დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას – მის: ქ.რუსთავი, კოსტავას გამზირი #20, ტელ: 0341 25 51 88
შეგახსენებთ, დახმარება გაიცემა, ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განაცხადის შევსების საფუძველზე. რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. დახმარების გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.
► იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: ადგილობრივი თვითმმართველობებს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
► იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება ბავშვის დაბადების მოწმობის ატვირთვა.
► იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილების ატვირთვა.
ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.
მთავარი საზოგადოება რუსთავის მერია 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაციაში დაეხმარება







