რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა-რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება თანხები?!

რუსთავის საკრებულოს რიგით 36-ე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში დღეს ,საკრებულოს რიგით 36-ე სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კერძოდ, რუსთავის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 307 600 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 4 648 900 ლარი შეადგინა.

რეგიონული ფონდიდან გამოყოფილი დამატებით თანხა, მთავრობის განკარგულების მიხედვით, სამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე დაიხარჯება. კერძოდ, როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, რეაბილიტაცია თეატრის უკან მდებარე სკვერს, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალგაზრდობის პარკსა და პირველ სამუსიკო სკოლას ჩაუტარდება.

გარდა ამისა, შიდა ეკონომიების ხარჯზე 30 000 ლარი სარეზერვო ფონდს, ხოლო 10 000 ლარი ქალაქის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას დაემატა.