მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება, სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
Update:მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დახურული ორსართულიანი სპორტული დარბაზის მშენებლობას 1500 მაყურებელზე ითვალისწინებს . მათივე ცნობით, სპორტული დარბაზი გამოყენებადი უნდა იყოს სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის,როგორიცაა კრივი, კალათბურთი, ხელბურთი და მინი ფეხბურთი.
მათივე ცნობით,შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი და დასასვენებელი ოთახების და სველი წერტილების მოწყობა, იქვე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც, რომელთა გასწვრივ გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები დამონტაჟდება,მოხდება ტერიტორიის გამწვანება.
შეგახსენებთ, სპორტის სასახლის მშენებლობა სამი წლის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას საარჩევნო დანაპირები გახლდათ. კომპლექსი რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე რაგბის სტადიონის მიმდებარედ აშენდება.