რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებული 8 პაციენტიდან 3-ს კოვიდ19- არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. მათივე ცნობით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი კიდევ 5 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
როგორც ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით დღეს კიდევ 1 პირი დაემატა და ჯამში ამ დროისთვის რუსთავის ცხელების ცენტრში 6 ადამიანია მოთავსებული. ექიმის განმარტებით, 2 მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო დანარჩენი პაციენტები რუსთაველები არიან.
როგორც ცნობილია, პაციენტებს ბიოლოგიური საკვლევი ნიმუშები უკვე აუღეს და პასუხები პროტოკოლის თანახმად, 24 საათში გახდება ცნობილი.