რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია. ცენტრის ეპიდემიოლოგის , მაია რაზმაძის ინფორმაციით, “კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრის რვა პაციენტს,რომელთა პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
ამასთან, კორონავირუსზე რუსთავის ცხელების ცენტრში კიდევ სამ პაციენტს გამოიკვლევენ,რომლებიც ამ დროისთვის, ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში Tv4-ს განუცხადეს 11-ივე პაციენტი რუსთავის მკვიდრია.