რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც Tv4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს, კოვიდინფიცირებული პირი თურქეთის მოქალაქეა და ის სამედიცინო დაწესებულებაში საზღვრიდან შეიყვანეს.
ცენტრის ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრის კიდევ 7 პაციენტს. ჯამში რუსთავიდან ლუგარის ლაბორატორიაში 8 პირის საკვლევი ნიმუში იყო გაგზავნილი.
ამასთან,ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ სამი პაციენტია მოთავსებული,რომლებსაც ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე გამოიკვლევენ.პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.