რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხები კორონავირუსზე ცნობილია. როგორც ცხელების ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა 6 პაციენტს, რომელთა საკვლევი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში ეპიდემიოლოგებმა გუშინ გადააგზავნეს.
ამასთან, კორონავირუსზე რუსთავის ცხელების ცენტრში კიდევ ორ პაციენტს გამოიკვლევენ,რომლებიც ამ დროისთვის, ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებული პირი,რომელსაც “კოვიდ 19” რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ დაუდასტურდა, მკურნალობას მცხეთის სამედიცინო ცენტრში აგრძელებს.
პაციენტების ანალიზის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, პასუხები სავრაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.