რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებული 8 პაციენტის ტესტის პასუხი “კოვიდ19”-ზე ცნობილია. როგორც ცხელების ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ვირუსული ინფექცია არცერთ მათგანს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ცენტრში ამ დროისთვის 6 ახალი პაციენტია მოთავსებული. ექვსივე მათგანი რუსთაველია. ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და კორონავირუსზე გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.