რუსთავის ცხელების ცენტრის 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ცხელების ცენტრში ამ დროისთვის 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთაველია. პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და კორონავირუსზე გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.