რუსთავის ცხელების ცენტრის 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 5 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, კლინიკაში ამდროისთვის 2 ახალი პაციენტია მოთავსებული. ორივე მათგანი რუსთაველია. პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. მათი პასუხები “კოვი19”-ზე 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.