რუსთავის ცხელების ცენტრის 11 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, კლინიკაში ამ დროისთვის 5 ახალი პაციენტია მოთავსებული. ხუთივე მათგანი რუსთაველია.
პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. მათი პასუხები COVID 19-ზე 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.









